სიახლები

01-05-2023 უხილავი სამყარო

28 აპრილს შედგა კლუბ „მერვეს"მორიგი მეცადინეობა, რომელიც კრისტალების უხილავ სამყაროს მიეძღვნა.
კლუბის წევრებმა მიკროსკოპის დახმარებით აღმოაჩინეს მათი საოცარი ფორმები.
მოსწავლეები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რას მალავენ შაქრის, სუფრის მარილის, შაბიამნის, მიწის, ქვიშის, სოდის, კალიუმის პერმანგანატის და სხვა ნივთიერებების კრისტალები. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.
კლუბის წევრებს სურვილი გაუჩნდათ, მომავალი მეცადინეობა მათ მიერვე შერჩეული და შეგროვებული ცოცხალი ობიექტების დათვალიერებას მიეძღვნას.

ნანახია 468-ჯერ